ძალოვან უწყებას ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებთან – IDFI ახალ კანონზე

“ძალოვან უწყებას ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებთან “- ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში რადიკალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს.

”საქართველოს პარლამენტმა, 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა  ცვლილებები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ევრო დირექტივის (ქსელებისა და ინფორმაციული სისტემების (Network and Information Systems (NIS)) დირექტივა) ცალკეულ მოთხოვნებთან.

ინიცირებული ცვლილებები, დარეგისტრირების დღიდან, ფართო მსჯელობისა და კრიტიკის საგანია  სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების მხრიდან. IDFI აქტიურად მონაწილეობდა კანონპროექტის განხილვის, ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შესწავლისა და ანალიზის პროცესში. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კარდინალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს.

 

ვისზე ვრცელდება ახალი კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ?

ახალი კანონის მოქმედება ვრცელდება სუბიექტების 3 კატეგორიაზე:

ა) პირველი კატეგორიის სუბიექტებში შეიძლება მოხვდეს ყველა სახელმწიფო ორგანო და დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო საწარმო. პირველი კატეგორიის სუბიექტებზე ყველაზე მკაცრი რეგულაციები ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნებისმიერი ასეთი დაწესებულების (მაგალითად საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქალაქ თბილისის მერია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს რკინიგზა და ა.შ.) ინფორმაციულ აქტივებზე, ინფორმაციული სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე სრული წვდომა ეძლევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს;

ბ) მეორე კატეგორიის სუბიექტებში მოხვდნენ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები, რაც ნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ინტერნეტ-პროვაიდერები და ა.შ. ასევე ძალოვანი უწყების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოექცნენ;

გ) მესამე კატეგორიის სუბიექტებში მოიაზრება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირები, როგორებიც, მაგალითად, არიან ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. მათზე კანონი შედარებით ლოიალურ რეგულაციებს ავრცელებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე კატეგორიის სუბიექტებზე ზედამხედველობას განახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო.

 

რა უფლებამოსილებები მიენიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (OTA)?

– ქსელური ნაკადის მონიტორინგის მიზნით, განახორციელოს პირველი კატეგორიის, ხოლო თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მეორე კატეგორიის სუბიექტების ქსელური სენსორის კონფიგურირება და მართვა;

– მოთხოვნისთანავე (კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის) მიიღოს წვდომა პირველი/მეორე კატეგორიის სუბიექტების ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე;

– სავალდებულო წესით, გეგმიური ან არაგეგმიური გზით განახორციელოს საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება;

– შემოწმების შედეგად შემუშავებული დასკვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში განსაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა/ სანქცია;

– პირველი და მეორე კატეგორიების სუბიექტებისათვის კანონქვემდებარე აქტით დაადგინოს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები;

– განიხილოს ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესები პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების შემთხვევაში;

– სავალდებულო წესით გამოითხოვოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასთან, დანერგვასთან, მონიტორინგსა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

– ჰქონდეს წვდომა სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტებსა და ინფორმაციული შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის დასკვნებზე (გარდა ფინანსური ინსტიტუტებისა).

შეიძლება ითქვას, რომ ახალი კანონით, OTA-ს ეძლევა შესაძლებლობა, გააჩნდეს პირდაპირი წვდომა საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორის ინფორმაციულ სისტემებზე და არაპირდაპირი წვდომა სისტემებში დაცულ პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე. ძალოვან უწყებას ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებთან, რამდენადაც, ნორმათა ბუნდოვანება აჩენს პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერად და არაპროპორციულად დამუშავების რეალურ საშიშროებას.

უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენი კვლევა: კიბერუსაფრთხოების რეფორმა საქართველოში: არსებული გამოწვევები, საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები “-წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

"პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით"- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და...

შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შაორის ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. რაჭაში ტრაგედია ცოტახნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

შეზღუდვები უნდა მოიხსნას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მინიმალური ვადით...

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები- ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები - 7 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს. აღნიშნულ...

შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მო­დე­ლი და ტელეწამყვანი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. ამის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...