“ძვირს დავუჯენთ” – ბაიდენის გაფრთხილება რუსეთს

„ამერიკა დაბრუნდა. დიპლომატია დაბრუნდა”, – თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში, საგარეო პოლიტიკური გეგმების შესახებ პირველი გამოსვლისას.

დიპლომატების წინაშე საკუთარი ხედვის წარდგენისას, ბაიდენმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ამერიკა რუსეთს წინააღმდეგობას არ უწევდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„მე პრეზიდენტ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ მე ძალიან განვსხვავდები ჩემი წინამორბედისგან. დასრულდა დრო, როცა შეერთებული შტატები წინ არ უდგებოდა რუსულ აგრესიულ ქმედებებს: ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერ-თავდასხმებს და მისი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენ უყოყმანოდ, ამას რუსეთს უფრო ძვირს დავუჯენთ და დავიცავთ ჩვენ კრიტიკულ ინტერესებს და ხალხს“, – თქვა ბაიდენმა.

ბაიდენისგან ვაშინგტონში მოსკოვთან ურთიერთობებში უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას და ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად ფოკუსირებას მოელიან. მისი ადმინისტრაციის წევრებმა, მათ შორის, სახელმწიფო მდივანმა სხვებთან ერთად, უკვე წამოჭრეს რუსეთთან ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. სამხედრო აგრესიის საკითხი, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა რუს კოლეგასთან ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმების, “სტარტის III” შესახებ სატელეფონო საუბრისას ახსენა. მხარეები “ახალი სტარტის” ხუთი წლით უცვლელად გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ილუზიების გარეშე

მოსკოვი კი ამერიკის განცხადებებს არაკონსტრუქციულს და აგრესიულს უწოდებს.

ორი ქვეყნის ურთიერთობა მოსკოვის ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, „სოლარუინდის“კიბერ თავდასხმების და რუსეთში დაკავებული ამერიკის ორი მოქალაქის პოლ ვილანის და ტრევორ რიდის საქმეების ფონზე დაძაბულია.

დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავა, გასულ კვირას, ალექსეი ნავალნისთვის სასამართლოს მიერ სამნახევარი წლით პატიმრობის მისჯამ. ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან დაბრუნებისას დააკავეს. გერმანიაში ის საბჭოთა ნერვული აგენტით „ნოვიჩოკი“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მას რუსეთში სასამართლომ პირობითი სასჯელი 3.6 წლით პატიმრობით შეუცვალა.

მოსკოვში ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო აქტიური იქნება პოლიტიკური თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით, ვიდრე მისი წინამორბედი. ნავალნის მოკავშირე ვლადიმირ მილოვი ამბობს მას ამის თქმის იმედს ის აძლევს, რომ ახალ ადმინისტრაციას რუსეთში არსებულ ვითარებაზე ილუზიები არ აქვს.

„იმ ხალხს, ვინც ბაიდენთან ერთად მოდის ხელისუფლებაში, ილუზიები არ აქვს იმაზე, რაც რუსეთში ხდება. კარგი ამბავი ისაა, რომ არ იქნება ე.წ. „სწავლის პერიოდი“ – ყოყმანი იმაზე, გადატვირთონ (მოსკოვთან) ურთიერთობები თუ არა“, – ამბობს მილოვი.

გადაუჭრელი პრობლემები

ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გლობალურად მისი შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხს გადახედავს, იქნება ეს ერაყში, ავღანეთსა თუ ევროპაში.

ჯო ბაიდენის თქმით, ამ ეტაპზე გერმანიიდან ჯარების გაყვანა, რომლის გადაწყვეტილებაც მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა მიიღო, შეჩერებულია. ტრამპი გეგმავდა გერმანიიდან, სადაც ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტიგენტია განთავსებული, 12 000-მდე სამხედრო მოსამსახურე პირის გაყვანას. გეგმის მიხედვით, მათგან 5 600 ნატოს სხვა მოკავშირე ქვეყნებში ნაწილდებოდა, მათ შორის, ბელგიასა და იტალიაში. ნაწილი კი „განგრძობით როტაციაში“ უნდა ჩართულიყო შავი ზღვის რეგიონში.

მიმომხილველები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის მიზანი, გერმანიის და ევროპელი მოკავშირეების დარწმუნების მცდელობაა, რომ ამერიკა ტრადიციულ პარტნიორობას არ უღალატებს.

„ეს ნაბიჯი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნორმისკენ დაბრუნებაა. იმ ნორმის, როცა ამერიკა მოკავშირეებთან, განსაკუთრებით დემოკრატიულ მოკავშირეებთან, ახლოს თანამშრომლობს“, – განუცხადა „ამერიკის ხმას“ ბრაიან კურტისმა, „ამერიკული პროგრესის ცენტრიდან“.

მართალია, ევროპის წამყვანი ქვეყნები, ბაიდენის ადმინისტრაციას ოპტიმიზმით შეხვდნენ, მაგრამ ბერლინსა და პარიზში ვაშინგტონს სიფრთხილით ეკიდებიან. მოკავშირეებს შორის ბევრი უთანხმოების საკითხია, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობებშიც. პრობლემები, რომელზეც ბაიდენის წინამორბედი დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობდა, იქნება ეს ნატოს დანახარჯები თუ “ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის პროექტი კვლავ რჩება.

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილსადენით, კომპანია “გაზპრომი” გერმანიისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდებას გეგმავს. ვაშინგტონი პროექტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ეს გაზრდის ევროპის ენერგო-დამოკიდებულებას რუსეთზე. ბერლინი კი ამერიკის პოზიციას არ იზიარებს.

ეს კი იმ ფონზე, როცა ბაიდენის გუნდისთვის, ევროკავშირთან ერთიანი პოზიციების ქონა კრიტიკულია, რათა რუსეთზე გაზარდოს ზეწოლა ნავალნის და დაკავებული 10,000-ზე მეტი დემონსტრანტის გასათავისუფლებლად თუ სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სამუშაოდ, როგორიცაა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება, ევროპის ენერგო უსაფრთხოება თუ არქტიკის ათვისების საკითხები.

წყარო: ამერიკის ხმა

ანი ჩხიკვაძე

რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი თურნავას მოადგილედ დაინიშნა

სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი, გურამ გურამიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ...

შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პირად წარმომადგენელს გზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში ევროკავშირის მიერ...

მეუფე სტენაფე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს. "სასულიერო პირებს...

იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა – საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე

"იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა"- ასე აფასებს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება – ევროპარლამენტარი შარლ მიშელის შეთავაზებაზე

"თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება" - ასე ეხმაურება,  ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ...

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით...

პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქალი მისი შვილების მასწავლებელს გაყვა ცოლად

პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ქალი, მაკენზი სკოტი სკოლის მისი შვილების სკოლის მასწავლებელს გაყვა ცოლად. ის...

გამორიცხული არ არის – თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანაზე

"გამორიცხული არ არის" - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი. "თუ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო