ჭავჭავაძე მაგალითია, როგორ უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა ნაკლები საცობისთვის, შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება – მერის მოადგილე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

„თბილისის სატრანსპორტო სისტემა დღეს რეფორმის ეტაპზეა. ერთი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე, რაც გარდამავალ ეტაპზე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია.

რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მუდმივად ვაფართოოთ ქუჩები, ვაშენოთ ახალი გზები და ესტაკადები, რათა იმ მანქანების ნაკადს გაუძლოს, რომელსაც ყოველწლიურად იმპორტს ვუკეთებთ. ესაა რამდენიმე ათეული ათასი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წლიდან წლამდე ემატება ჩვენს ქალაქს. ჩვენ ამ თემაზე საუბარი და მოქმედებები დღეს არ დაგვიწყია. დაახლოებით, ორი წლის წინაა გაჟღერებული ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, დეტალურად მოვუყევით ჩვენს მოსახლეობას, თუ რა პოლიტიკის გატარებას გეგმავდა მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო სისტემაში. ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო და რაც მთავარია, სწორი გზა.

რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირს, დღეს, რეფორმის პირველი დღეა. რა თქმა უნდა, რეფორმის ეტაპზე, ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. მოქალაქეებს, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებიან, თუ ერთი წლის წინ დანიშნულების ადგილამდე ერთი კონკრეტული მარშრუტით მიდიოდნენ, დღეს, განსხვავებული სისტემით მოუწევთ გადაადგილება. მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო – რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს. ამიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორედ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ყველას სჯერა, რომ სწორია და მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერი ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირი არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი, რომელზეც კერძო სატრანსპორტო საშუალებების გარდა, გადაადგილდებიან ქვეითებიც, ველოსიპედებიც და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მისივე თქმით, მოძრაობის პრინციპი და სქემა ყველასთვის შეიცვალა, შესაბამისად, ახალ სატრანსპორტო სქემასთან ადაპტაციისთვის დრო ყველა მათგანს დასჭირდება, რაც გზაზე გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს.

„ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარი არის ის, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში,“- აღნიშნა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება საცობებს, ხმალაძე ამბობს, რომ პრობლემა არის სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა და რომლის შედეგადაც შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ.

„ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად გადაადგილების საშუალება არ მიგვეცა, ორ-სამ წელიწადში უარეს სურათს მივიღებდით, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა, ნაკლები საცობი გვქონდეს მთლიანად ქალაქში და ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გთხოვთ გაიხსენეთ, სამი წლის წინ რა იყო მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საცობი და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ექიმს, რომელიც ერთდროულად 4 კლინიკაში მუშაობს კორონავირუსი დაუდგინდა

ექიმს, რომელიც გორის, მცხეთისა და თბილისის 4 კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ "დაავადებათა...

მთავრობამ თურქეთში სამუშაოდ გადასვლის უფლება ამ დროისთვის 101 პირს მისცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთში მოწვევის საფუძველზე 3 თვის ვადით წასვლაზე დადებითი პასუხი საქართველოს 101...

ამერიკელმა ექიმებმა კორონავირუსის მოულოდნელი სიმპტომი დააფიქსირეს

ხშირი სლოკინი შეიძლება კორონავირუსის ერთ–ერთი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ჟურნალი The American Journal of...

პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის...

ფეისბუქმა, ტვიტერმა და იუთუბმა დონალდ ტრამპს პოსტი და ვიდეო დაუბლოკეს

„ფეისბუქმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი მოხსნა იმ მიზეზით, რომ ის კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტი...

აშშ 10 მილიონს სთავაზობს მას, ვინც რუსულ დეზინფორმაციას გამოავლენს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე საუბრობს. შეერთებული შტატები...

დიმიტრი მედვედევის ოფიციალურმა გვერდმა ფეისბუქზე საქართველო დაბლოკა

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა. საქართველოდან მისი ოფიციალური Facebook-გვერდი...

დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა

რუსეთის გადამდგარმა პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა.  საქართველოში მყოფი ვერცერთი ადამიანი   დიმიტრი...

სხვა სიახლეები

მივიღე ვიდეოკადრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ვენებს იჭრის – თვითმკვლელობის ინსცენირება ფეისბუქით და პოლიციის ცრუ განგაში

თვითმკვლელობის ინსცენირება ფეისბუქით: გორელი გოგოს ხუმრობას პოლიცია მთელი ღამე იძიებდა - ფეისბუქმომხმარებელი, შალვა ლონდარიძე სოციალურ ქსელში წერს იმ ისტორიაზე, რომელიც მას გუშინ გვიან ღამით გადახდა. ...

ჯანმრთელობა

ამერიკელმა ექიმებმა კორონავირუსის მოულოდნელი სიმპტომი დააფიქსირეს

ხშირი სლოკინი შეიძლება კორონავირუსის ერთ–ერთი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ჟურნალი The American Journal of Emergency Medicine წერს. 62 წლის პაციენტის გამოკვლევის შემდეგ, რომელიც ჩიკაგოდან...

შოუ ბიზნესი

“ჩემი შვილი თვლის, რომ ბოიფრენდი მჭირდება“–შარლიზ ტერონი პირად ცხოვრებაზე

44 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, შარლიზ ტერონი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის. 2012 წელს მან ბიჭი იშვილა სახელად ჯექსონი, რომელმაც სამი წლის ასაკში თქვა, რომ გოგოა....

ვიდეო