ხელისუფლებამ ოცნების შემომწირველებს პანდემიის დროს მრავალათასიანი კონტრაქტი გამარტივებული წესით გაუფორმა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ხელისუფლებამ ქართული ოცნების შემომწირველების კომპანიებს ათეულ ათასობით ლარის კონტრაქტი გაუფორმა. საქართველოში „კოვიდ 19”-ის ვირუსის გავრცელების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოწყობა დაიწყო. ამ მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ ათობით სასტუმროსთან გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტები გააფორმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს აკვირდება, მათ შორის სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების გარემოებებს სწავლობს.

მომატებული კორუფციული რისკებიდან გამომდინარე, ყურადღება მიიქცია შპს „ყვარლის ედემთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რომლის მიხედვითაც, სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ. ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმრომ 45 ნომერი უნდა გამოყოს 2 თვის ვადით.

შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს.

სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76,000 ლარი ჰქონდა მიღებული.

შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 მარტს ქართულ ოცნებას 5,000 ლარი შეწირა. „ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“. კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 100,000 ლარი შესწირეს. ქართული ოცნებისთვის ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც:

  • მიმდინარე წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ 25,000 ლარი შეწირა. 2019 წლის მაისში კი – 60,000 ლარი.
  • კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 13,000 ლარი შესწირა.
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს „ქართულ ოცნებას” 5,000 ლარი შეწირა.
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს 17,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას”. 2019 წლის მარტში 10,000 ლარი აქვს შეწირული.

შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია „ზიმოს“ კი 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.

შპს „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებდა. 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა.1

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აზრით მმართველი პოლიტიკური პარტიის მსხვილი შემომწირველების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღება კორუფციის მხრივ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. ასეთ შემთხვევებში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ცხადად გაწერონ ობიექტური კრიტერიუმები, თუ როგორ არჩევენ პოტენციურ მიმწოდებლებს. სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა სათანადო ზომები უნდა  მიიღონ.

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი – მეთიუ ბრაიზა

ამერიკელმა დიპლომატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოს 2008 წელს "მაპი"...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 31 ივლისს ჩაინიშნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა. გამოძიებას ამ დრომდე 19 წლის...

კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, დანაშაულის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაუდგინდა

პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაუდგინდა. როგორც უწყების...

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

79 ხმა 1–ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები წლის ბოლომდე გახანგრძლივებას მხარი...

მიუღებელია განცხადებები, რომელიც მირიან ნიკოლაძის მიმართ ჟღერდება – მარიამ ჯაში

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, განცხადებები, რომელიც შაქარაშვილის საქმის ადგოკატის და გიორგი შაქარაშვილის...

ეს არის საქართველო, რომელიც არ პატიობს თავგასულობას ძალაუფლების არცერთ შტოს – ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელშიც დემოკრატიულობისა...

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები სავარაუდო ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლომჯარიამ...

“შემოდგომაზე საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები“– სააკაშვილის ვრცელი წერილი და “მიშას გზა“

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს რუსულ ენაზე და მისი გეგმების შესახებ საუბრობს. “ჩემი...

სხვა სიახლეები

“ვერ გადავარჩინე”- ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა

"დედა ვერ გადავარჩინე" - ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა; "ყველას გონია რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ...

ჯანმრთელობა

რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის – მეცნიერებმა პასუხი იპოვეს

არაერთხელ გაგვიგონია, რომ ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ რამდენიმე ამერიკული კვლევის ავტორები ამ საკთხთან დაკავშირებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ შემოსავლის ზრდის პარალელურად ბედნიერების შეგრძნება იზრდება. ამასთან ,...

შოუ ბიზნესი

ჯონ ტრავოლტას ცოლი, მსახიობი კელი პრესტონი სიმსივნით გარდაიცვალა

58 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კელი პრესტონი, მსახიობ ჯონ ტრავოლტას ცოლი. “ჩემი მშვენიერი ცოლი კელი დამარცხდა კიბოსთან ბრძოლაში, რომელიც ორი წელი გრძელდებოდა. ის თავდადებით იბრძოდა,...

ვიდეო