ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, შაქარაშვილი წყალში ჩააგდო – პროკურორი

ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. ის დაცვის მხარის განცხადებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას არ აქვს იმის პირდაპირი მტკიცებულება, თუ როგორ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში, ან საერთოდ ჩააგდეს თუ არა.

“რაც შეეხება ადვოკატების კომენტარს, გამიკვირდებოდა, რომ ეთქვათ, ბრალდების მხარეს შესავალი სიტყვა გაჯერებული იყო მტკიცებულებებითო, რა თქმა უნდა, ისინი იტყოდნენ, რომ არ იყო მტკიცებულებები, რომ ბრალდების მხარე სხვადასხვა ინფორმაციას ვერ ასახელებს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია სწორი არა არის და მათ სხვა გზა არ აქვთ, რომ არ ილაპარაკონ ასეთი აბსურდი.

სასამართლოს მოვახსენეთ ჩვენი სიტყვა და ბრალდების ირგვლივ ყველა იმ მტკიცებულებაზე ვისაუბრეთ, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია. ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, თუ როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში. თუ როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილი ეს ვიდეოჩანაწერშიც ჩანს, მოწმეებიც არიან ადგილზე და მადლობა ღმერთს, რომ ადგილზე იყვნენ და დაინახეს, როგორ მისდევდნენ და გაიგეს ხმები, რომ გიორგი შაქარაშვილს ჩაყვნენ ხიდის ქვეშ, დიახ, ახვლედიანს და ამირხანაშვილს ვგულისხმობ.

ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და მისი გარდაცვალება წყალში დახრჩობით მოხდა. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ამას ვარაუდით არ ვამბობთ, ამას მტკიცებულებების, ვიდეოჩანაწერის, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვაცხადებთ. შ.პ.ს. “ელდერადოს” ვიდეოჩანაწერები ასახავს იმ გარემოებას, რომ გიორგი შაქარაშვილს მისდევენ. იმ ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, სამწუხაროდ არ არის ვიდეოჩანაწერები, თუმცა, უამრავი მტკიცებულება არსებობს. პირდაპირი მტკიცებულებებია იმ პირების ჩვენებები, რომლებიც უახლოეს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ესენი არიან გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი. როცა გურამ ამირხანაშვილი თბილისში წამოიყვანეს, გზაშიც იყო საუბარი შაქარაშვილთან დაკავშირებით, ბრალდებულები ინტერესდებოდნენ, ისევე კარგად იცოდა თუ არა მან ცურვა, როგორც დარბოდა”, – აცხადებს ყაზარაშვილი.

გირჩი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან"...

“არ შევუქმნით კოალიციას ივანიშვილს” – ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. დეკლარაცია, რომელზეც 10-მა...

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბრის თვეში 0.7%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს...

შსს-მ დააკავა ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მიკროავტობუსს დაეჯახა

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1958 წელს...

ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს, დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, დასაკარგი...

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა, 381 აჭარაში

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313. მთავრობის...

ქუთაისში მანქანა ხეს დაეჯახა – დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 1

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა....

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 19 810–მდე გაიზარდა. ბოლო...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო