ჯაფარიძე მოლაპარაკებაზე: იმედი მაქვს, რომ არ იქნება იგივე ტექსტი, რაც იყო ბოლო რაუნდზე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე მიდის იმ იმედით, რომ მედიატორები ახალ ტექსტს მიიტანენ, სადაც პოლიტპატიმრები და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზაც იქნება ნახსენები.

“იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი ტექსტი, არ იქნება იგივე ტექსტი რაც იყო ბოლო რაუნდზე, იმიტომ რომ იმ ტექსტთან დაკავშირებით პოზიციები ყველას დაფიქსირებული აქვს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. რისი მოლოდინიც მაქვს არის ის რომ იქნება ახალი ტექსტი და მასში მოგვარებული იქნება პრობლემები 2 პუნქტთან – ეს არის პოლიტპატიმრები და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. მაგ იმედით მივდივარ”,– ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, თუ მოლაპარაკების მაგიდაზე იგივე დოკუმენტი დაიდება, რასაც ოპოზიციამ აქამდე მხარი არ დაუჭირა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ დღეს შეხვედრა ორჯერ იმიტომ გადაიდო, რომ მედიატორები ცდილობენ ქართულ ოცნებასთან ტექსტი შეათანხმონ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დღეს, 19:00 საათზე დაიწყება. “მთავარი არხის” ინფორმაციით,  შეხვედრას დისტანციურად ჩაერთვება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

ღარიბაშვილმა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. პოსტს სლოვაკეთის ყოფილი...

7 მაისი: დადასტურდა COVID-19-ის 1547 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა,...

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკში ვართ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო ეპიდსიტუაციის პიკშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა...

ჭიჭინაძე ხელმომწერებს: გემი ჩაძირეთ, გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?!

"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ! ამიტომ, მათ მინდა ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და...

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღანელი დააკავა. უწყების ცნობით, ისინი უნებართვოდ და...

“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს,...

პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი...

ვასაძე: რუსეთს უწევს ყოველ წელს $1.5 მილიარდამდე აჩუქოს ცხინვალსა და აფხაზეთს, მძევალია

"რუსეთი რეალურად ისეთივე მძევალია შექმნილი ვითარებისა , როგორც ჩვენ. მას უწევს ყოველ წელს მილიარდ-ნახევარ...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...