აბიტურიენტებმა გამოცდის დაწერა, შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მიეცეთ.

გაბუნიას თქმით, მაგიდები სპეციალური ბარიერით აღიჭურვა, რაც საშუალებას იძლევა, პირბადის გარეშე იმუშავოს. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

“მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი. ამ შემთხვევაში იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, შევატყობინებთ”, – ამბობს გაბუნიას რუსთავი 2–თან ინტერვიუში.

მანვე აღნიშნა, რომ “​ვენტილატორებსა და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში”.