ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ – გიორგი ფხაკაძე

“ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ “- დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში „ინდური შტამის“ გავრცელებას ეხმაურება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ფხაკაძე მოუწოდებს მოსახლეობას უფრ მეტად ფრთხილად იყვნენ და უფრო მეტად დაიცვან ჯანდაცვის რეკომენდაციები რადგან, არავინ იცის როგორ ვრცელდება “ინდური შტამი” და რამდენად რთული ფორმები შეიძლება გამოიწვიოს.

„იარეთ სუფთა ჰაერზე. მე მაგალითად სადაც ბევრი ხალხია არ ვჯდები. საფრანგეთში ყველაფერი ღიაა, მაგრამ არ ვჯდები. როცა ვმოგზაურობ ვცდილობ, რომ მანქანაში ის ადამიანები ვიყოთ, ვინც აცრილია. ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ. ეს პატარა საიდუმლო გითხარით. ჩემთან როცა არიან მეგობრები, ცალკე ოთახები აქვთ და ცალკე აბაზანები. კუხნაში არავის ვუშვებ და სადაც დიდი ადგილია იქ ვიკრიბებით. სადაც პატარა ადგილია ჩემს მეგობრებს არავის ვუშვებ. წელიწადნახევარი გავიარე უკვე და საკამდოდდაცულად გავიარე“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.