აზერბაიჯანის საელჩო, დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს. სადაც მთელი დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ცოტა ხნის წინ, კვლავ ფიზიკური დაპირისპირება იყო.

“აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში სწრაფი რეაგირება მოახდინა 16 მაისს დმანისში, აზერბაიჯანელების კუთვნილ სავაჭროს ცენტრზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. საელჩოს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი მოინახულეს, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ და ადგილობრივი სამართალდამცავ ორგანოებსა და  ხელისუფლებას  დაუკავშირდნენ.

ინციდენტთან მიმართებით, კანონთან შესაბამისი ზომები ტარდება. მომხდართან დაკავშირებით, აუცილებელია ხაზი გავავლოთ რომ ამ უსიამოვნო მოვლენის პოლიტიკურად შემოსვა და მისი დახასიათება როგორც ეთნიკური ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებს არ შეესაბამება, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ვითარდება.

საელჩო თავის თანამემამულეებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს, გამოავლინონ პოლიტიკური წინდახედულობა და პასუხისმგებლობა. ინციდენტი სამართლებრივ დონეზე უნდა შეფასდეს და დამნაშავეები, ინდივიდუალურად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საელჩო საქართველოს შესაბამის ორგანოებთან მუდმივ კონტაქტზეა.

ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენ ყოველთვის იყავით აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ნათელი მაგალითი. საელჩო ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში და თქვენი სიბრძნისადმი ნდობას გამოხატავს” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.