აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა

აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონსა და ქალაქში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარლამენტმა პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა. გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მილი-მეჯლისმა საგანგებო სხდომაზე მიიღო, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების ფონზე მოიწვიეს. გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი 48 საათში დაამტკიცებს.

დღეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ დროისთვის დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და 10 სომეხი ჯარისკაცი.