აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ის აქამდე თურნავას მოადგილე იყო

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი საღირაშვილი დაინიშნა. 2018 წლიდან დღემდე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილედ მუშაობდა.

“აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); 1997-2002  წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა”,– წერს იუსტიციის სამინისტრო.