“ნიშნს არავის ვუგებ, მითუმეტეს ოპოზიციონერ კოლეგებს, მაგრამ აკი გეუბნებოდით, ვიბრძოდი და ვამბობდი, რომ ეს ” რუსეთზე მომუშავე ” ხელისუფლება ყველა დოკუმენტს დაარღვევს და (ნაადრევად ხელისმომწერებს) მუდმივად მივმართავდი, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებაა და ცოტა კიდევ მოითმინეთ და არ შეხვიდეთ, რომ ბოიკოტს აზრი არ დაუკარგოთ-მეთქი!

ახლა გაიგეთ, უი ახლა მიხვდით კოლეგებო, რომ ამ ოლიგარქილ მართველობას ყველა ინსტიტუცია ფეხებზე ჰკიდია?! საოცარია პირდაპირ! ამიტომ უნდა დაუჯეროთ გულწრფელად მებრძოლ ადამიანებს-იდეალისტებს! ბრძოლას იდეალისტები იგებენ და არა კონფორმისტები!”

ასე ეხმიანება პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი მოსამართლეების დანიშვნის არშეჩერებას. მამუკა ხაზარაძეს აქვს ინიციატივა, რომ თუ მმართველი ძალა მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. მას ეთანხმებიან პარლამენტის ცალკეული დეპუტატები.