აკრძალვებისა და ჯარიმის მიუხედავად ფიტნესცენტრი “Reformerfitness” ისევ აპირებს მუშაობის გაგრძელებას

ფიტნესცენტრმა, Reformerfitness-მა ქვეყანაში არსებული აკრძალვების მიუხედავად ფუნქციონირება გააგრძელა, რის გამოც ცოტახნისწინ დააჯარიმეს. როგორც ფიტნესცენტრში აცხადებენ, ჯარიმის მიუხედავად ისინი მუშაობას მაინც განაგრძობენ რადგან ცენტრში უსაფრთხოების ყველა წესს იცავენ და აკრძალვის აზრს ვერ ხედავენ.

“იყვნენ მოსულები, ვიჭიდავეთ ვიკამათეთ ჯარიმა გამოწერეს არ ჩავიბარეთ გავატანეთ, ვაგრძელებთ მუშაობას, დამემუქრნენ დაგიჭერთო მაგრამ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას.”