აკრძალვის მიუხედავად ქობულეთის გამგებელმა შვილს ხალხმრავალი ნიშნობა გადაუხადა

კრონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ქორწილები, ქელეხები და იუბილეები აკრძალულია. ჯარიმა კერძო პირისთვის დარღვევის შემთხვევავში 2000 ლარია, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 10 000 ლარი. ამის მიუხედავად, ხალხმრავალი ღონისძიებები მაინც იმართება, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ. 

მთავარი არხის ინფორმაციით ქობულეთის გამგებელმა შვილის ნიშნობა შეზღუდვების მიუხედავად რესტორან “ჭყიმარტეში“ გადაიხადა და მას 70 სტუმარი ესწრებოდოა. არხმა ამ ქორწილის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. ღონისძიებებთან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვები, რომ შერჩევითია ამ ვიდეომასალაში კარგად ჩანს. ამის გამო “ოცნების” გამგებელი არავის დაუჯარიმებია.

საგანგებო შეზღუდვებისგან თავისუფალი მხოლოდ პოლიტიკური წვეულებები აღმოჩნდა.  აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები ღია ცის ქვეშაც, თუმცა ესეც შერჩევით. თუმცა, გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა მისი საქმიანობის ანგარიშზე მთელი პოლიტიკური ელიტა შეკრიბა, გაცილებით ბევრი ადამიანი, ვიდრე კანონით დაშვებული რაოდენობაა. კორონაპანდემიის საბაბით  დაწესებული მკაცრი შეზღუდვები კი ვრცელდება წვეულებების სხვა ორგანიზატორებისვის.

სახელმწიფო შეზღუდვების გამო ივენთკომპანიების ზარალი ყოველდღიურად იზრდება, იმის გამო, რომ კოვიდ 19-ის მიზეზით სახელმწიფო საყოველთაო შეზღუდვებს მხოლოდ საკუთარი ფავორიტებისთვის ხსნის,  უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ სპეციალისტები. ივენთმენეჯერები აცხადებენ, რომ თანაბარი პირობები ყველა ღონისძიების ავტორზე უნდა ვრცელდებოდეს.

რატომ აღმოჩნდა კოვიდ 19-ის საფრთხე “ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტისთვის ნაკლებად საშიში, პასუხი არავის აქვს. წვეულებების აკრძალვისა და ხალხმრავალი შეკრების შეზღუდვის გამო კი ასობით თვითდასაქმებული შემოსავლის გარეშე რჩება, ასეთი მოქალაქეები კი პასუხს ხელისუფლებისგან ელოდებიან, როდის მიეცემათ მუშაობის უფლება.