ალბათ, არ იყო სასურველი “ოაზისში” ამდენი მედიკოსის შეკრება – ამირან გამყრელიძე კოლეგებს მიმართავს

“ალბათ, არ იყო სასურველი სასტუმრო “ოაზისში” ამდენი მედიკოსის შეკრება” –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა და საკუთარ კოლეგებს მოუწოდა რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები დისტანციურად მოხდეს.

„მივმართავ ჩემს კოლეგებს, როდესაც ჩვენ პირიქით მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ყველა დიდი შეკრება, იქნება ეს სამედიცინო თუ არასამედიცინო, გადავდოთ, ალბათ არ იყო სასურველი ამდენი რაოდენობის ჩემი კოლეგების შეკრება. თუმცა მე დღეს მივიღე მათგან სურათები, რომ იქ ყველა სხდომა იყო სექციური, მაქსიმუმ 50 ადამიანის შეკრებით და დისტანციით და პირბადეებით. ისინი ჩემი კოლეგები არიან და მე მჯერა მათი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ალბათ ჯობდა რომ ამ ტიპის შეხვედრები ამ დროს იყოს დისტანციური“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

2 სექტემბერს ჩაქვში არსებულ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.