ალექსეი ნავალნი გონს მოვიდა, მას საუბარი შეუძლია – გერმანული მედია

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel წერს.

„მას საუბარი და ალბათ, იმის გახსენებაც შეუძლია, რაც მოხდა. მისი განცხადებები, შესაძლოა, სახიფათო იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ თავდასხმის უკან დგას,“ – წერს Spiegel-ი.

Spiegel-სა და Bellingcat-ის ინფორმაციით, პოლიცია მკვლელობის მორიგ მცდელობებს არ გამორიცხავს, სწორედ ამიტომ ბერლინის სახელმწიფო კრიმინალურმა პოლიციამ რუსი ოპოზიციონერის დასაცავად უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

ნავალნი​ გასულ თვეში მოწამლეს, ის კომაში იყო. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც მხოლოდ რუსეთში მზადდება. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.