ამ ზიზღით სავსე ტექსტებს ვინმე უწერს? – პაატა ბურჭულაძე ღარიბაშვილზე

“ამ ზიზღით სავსე ტექსტებს ვინმე უწერს? “- ამის შესახებ საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

“რომელი ქვეყნის აღმშენებლობაზე გვაქვს საუბარი, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან მძიმე დრო გველის. ცოტა ხნის წინ, მოვუსმინე მეორედ მომსვლელი პრემიერის გამოსვლას, ამ უსაზღვრო ზიზღით  სავსე “ბრძნულ” ტექსტებს თვითონ იგონებს თუ ვინმე უწერს და უგეგმავს?”- წერს ბურჭულაძე.