ანა დოლიძე გაერთიანებული ოპოზიციის აქციებს უერთდება

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე გაერთიანებული ოპოზიციის აქციებს უერთდება.

“მე მივმართავ პროტესტის ორ ფორმას: სათითაოდ ახსნა-განმარტებებს მოვაცემინებთ საარჩევნო კომისიას სამართლებრივი მეთოდით, მოვითხოვთ უბნების გადათვლას და გაბათილებას. ამასთანავე, მივმართავ პროტესტის პოლიტიკურ ფორმას, ეს არის წნეხის ერთ ერთი ფორმა, რომელიც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია”, –  აცხადებს, ანა დოლიძე.