არაადეკვატურად ხედავს მიმდინარე პროცესებს – ფრანს-პრესის ჟურნალისტი კელი დეგნანზე

Agence France-Presse–ის ქართველი ჟურნალისტის, ირაკლი მეტრეველის შეფასებით, აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არაადეკვატურად უყურებს.

მისი თქმით, ასეთი შთაბეჭდილება მასთან ონლაინ შეხვედრაზე შეექმნა.

“დღეს ამერიკის ელჩს ონლაინ შეხვედრა ჰქონდა უცხოურ მედიასთან. საუბრის შინაარსზე ვერაფერს ვიტყი, ასე შევთანხმდით. შთაბეჭიდელებას გაგიზიარებთ: უკიდურესად ზედაპირულად და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურად ხედავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს”, – წერს მეტრეველი Facebook–ზე.