კარანტინიდან გამოსული ევროპელების სოციალურ დისტანციას პოლიცია აკონტროლებს

მილანის ნავილის რაიონი ამიერიდან პოლიციელებს მკაცრი ზედამხედველბის ქვეშ არის. ხუთშაბათს საღამოს ცნობილი არხების გასწვრივ იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ქალაქის მერი ჯუზეპე სალა დაიმუქრა – თუ მილანელები სოციალური დისტანციების წესებს არ დაიცავენ ის ქალაქის ამ ნაწილს დახურავს.

იტალისს სამხრეთით ქალაქ ბარიში, სადაც ვირუსის გავრცელების მხრივ არცთუ ისეთი მძიმე ვითარებაა, სანაპირო ხალხით არის სავსე.

“აღარ შემიძლია სახლში ჯდომა. პენსიონერი ვარ, მარტო ვცხოვრობ. ძალიან მოწყენილი ვარ. აღარ შემიძლია მოთმენა“ –ამბობს სასეირნოდ გამოსული ქალი. ამასთან, ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი იგნორირებას უკეთებს ხელისუფლების მოწოდებას ქუჩაში დამცავი ნიღბები ატარონ.

პორტუგალიაში პლაჟებზე შესვლა შეზღუდულია. უბრალოდ ცურვა და მზეზე გარუჯვა არ შეიძლება, ნებადართულია მხოლოდ სპორტული აქტივობები.

პოლიციელები ხალხს წესებს განუმარტავენ. თუმცა ზოგჯერ უშედეგოდ.

ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კორონავირუსის გავრცელება გრძელდება და თუ მოქალაქეები დადგენილ სანიტარულ ნორმებს არ დაიცავენ, მკაცრი კარანტინი დაბრუნდება.