“არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა” სუს-ის ლოზუნგია – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლაივჩართვაში მხარდამჭერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი ადამიანის პასუხად, რომელმაც დაუკომენტარა, რომ საქართველოს მხოლოდ ის “გადაარჩენდა”, სააკაშვილმა თქვა, რომ ეს სუს-ისა და ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგია.

“ეს არის სუს-ის ლოზუნგი, სუს-ის ლოზუნგებით ნუ მელაპარაკებით. ეს არის სუს-ის და ივანიშვილის ლოზუნგი. ეს არის, რომ აი თითიც არ გაანძრიოთ, რა მნიშვნელობა აქვს, მიშა თუ არ ჩამოვა არაფერი არ გამოვა – სუს-ის ლოზუნგი. მე არც მჯერა, რომ თქვენ ხართ ჩვენი მხარდამჭერი, მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ პირდაპირ იმათი შემოგდებული და იმათი ლოზუნგების გადამღერებელი”,- თქვა სააკაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვისაც მისი მხარდამჭერი პლაკატები უჭირავს, მაგრამ უპასუხა, რომ “სააკაშვილით საკითხი არ წყდება”.