“არველაძე ხო არაა ორი რომ იყოს, ყაველაშვილი ხარ და ორი ცალი ხარ გაკრული, რა უბედურებაა” – ზურა ჯაფარიძე ბილბორდებზე

“არველაძე ხო არაა ორი რო იყოს, ყაველაშვილი ხარ და ორი ცალი ხარ გაკრული ” – გირჩის ლიდერი და დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე  „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის ბილბორდებს ვიდეომიმართვით ეხმაურება.

“ეს რა არი?! რატო უნდა მგოინდეს რომ ორივე ბილბორდზე საკუთარი სახე გააკრა? ერთზე რო გააკრა საკმარისი რატო არ არი ყველა დაგინახავს რომ ხარ მარა მოვიდა და ორივე ბილბორდზე გააკრა. ერთზე ვერ დაინახავებ? ხალხი ბრმაა? არა ორივეზე გააკრა რო შემთხვევით ნათელაშვილმა არ იშოვოს ფული და არ გააკრას. არველაძე ხო არა ხარ ყაველაშვილი ხარ და ორი ცალი ხარ გაკრული რა უბდურებაა?!” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ ვიდეო მიმართვაში.