არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს – კელი დეგნანი

“არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს “- განაცხადა, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

“რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, რადგან მაღალი მოლოდინი არსებობს. რაც შეეხება დეზინფორმაციის თემას, ჩვენ რუსეთისგან გვინახავს ასეთი ტიპის საზიანო ქმედებები სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ევროპასა და ასევე, აშშ-ში. შესაბამისად, ალბათ, არის იმის შესაძლებლობა, რომ იგივე გააგრძელოს საქართველოში. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება და ასევე საზოგადოებაც. ძალიან მნიშვნელოვანია არასწორ ინფორმაციაზე სწორი რეაგირება და იმ საკითხისადმი სიფრთხილე, რაც ქვეყნის საზიანოდ არის მიმართული”, – განაცხადა კელი დეგნანმა.