არჩევნების გაყალბების მექანიზმი გარდაბანში – “ოცნება” ოქტომბრისთვის ემზადება

მთავარი არხის ინფორმაციით “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების გაყალბების მექანიზმი აამუშავა. გარდაბანში “ოცნების” აქტივისტები ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების ასლებს პედაგოგებისგან მოითხოვენ და არც მალავენ, რომ ეს არჩევნებს და ხმის მიცემას უკავშირდება.

“მთავარმა არხმა” ჩანაწერი მოიპოვა. ხმოვანი შეტყობინება გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგმა კოლეგებსა და მშობლებს გაუგზავნა. დაწყებითების პედაგოგმა მხარდამჭერების მოგროვება მარნეულსა და გარდაბანში “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისა და მარნეულის ამჟამინდელი მერის ზაურ დარგალისთვის დაიწყო. ვაგიფა რუსთამოვა დარგალის ძმის სიდედრია და კოლეგებს სწორედ მის მხარდაჭერას სთხოვს.

მხარდამჭერებს დარგალისთვის, რომ ნამდვილად აგროვებს, ეს ვაგიფა რუსთამოვამ “მთავარ არხთანაც” დაადასტურა. მისი თქმით, საჯარო პირია და ვალდებულია, მმართველ პარტიას დაეხმაროს. მის ქმედებაში კი პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ჩანაწერის გასაჯაროებით მაინც უკმაყოფილოა.

მშობლებსა და პედაგოგების, მათი სიძეების და თუ დედამთილების პირადობების ასლებს, რომ აგროვებს რუსთამოვა, მისი სკოლის დირექტორი ამბობს , რომ ამის შესახებ არ იცის. ჩანაწერში თავისი მასწავლებლის ხმა კი ნამდვილად ამოიცნო. თუმცა ვერც ის ხედავს პრობლემას და ფიქრობს, რომ არჩევნებში მთავარი სწორედ მასწავლებლები არიან.

რას ფიქრობს თავად მარნეულის მერი და “ქართული ოცნების'” მაჟორიტაროი დეპუტატობის კანდიდატი? ზაურ დარგალმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურავა და შეხვედრაზე უარი თქვა.

ოპოზიცია ამბობს, რომ მართველმა პარტიამ უკვე დაიწყო ადმინისტრაიცული რესურსის მობილიზება და ამომრჩეველთა დაშინება. მათი აზრით “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს რეიტინგი და მხოლოდ ამ მეთოდების იმედად არის. ამომრჩევლის მოსყიდვას კი ყველა რეიგიონში შეეცდება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” საჭირო ხმების მობილიზებისთვის არა მარტო მასწავლებლებს, არამედ ყველა საჯარო პირს გამოიყენეს, დააშინებს და სამსახურის დაკარგვითაც დაემუქრება. შეეცდებიან ამომრჩევლის მოსყიდვასაც.