არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, რომ მთავრობას პატივი არ მიეგო ომის გმირებისთვის – თეა წულუკიანი

“არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, რომ მთავრობას პატივი არ მიეგო ომის გმირებისთვის”- ამის შესახებ,  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს.

არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, როდესაც საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა, ასევე, დევნილობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიის მთავრობა არ მისულიყო და პატივი არ მიეგო პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი შესწირა ჩვენს სამშობლოს და მათი შვილებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ ჰყავდათ გმირი მამები, გმირი დედები და ისინი, ვინც მუდმივად იქნებიან ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში, – ამბობს თეა წულუკიანი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმსხვერპლა.170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია.