არცერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, ისიე ჯერჯერობით არცერთ საშუალო განვითარების და ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა. მისი თქმით, ეს პროცესი ქვეყანაში მარტში დაიწყება.

“ვაქცინაცია ჯერჯერობით მიმდინარეობს ყველა მდიდარ ქვეყანაში, ჯერჯერობით არც ერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა და ამაზე დიდი ამბავია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამოვიდა და თქვა: უსამართლობაა ვაქცინების მიწოდებაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს, რომ მდიდარი ქვეყნები ცრიან აქტიურად. ჩვენთან ამაზე მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით აგვისტოში.

Ჩვენ გარანტირებული გვაქვს ამ კოვაქსით ვაქცინის 1 400 000 დოზა, რომელიც მოზრდილი მოსახლეობის 20%-სთვისაა, რომელიც პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს. კოვაქსს აქვს პირობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს უნდა მოგაწოდოს. ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ. ახლა 29-ში ველოდებით გადაწყვეტილებას ისევ კოვაქსიდან, რომ პირველი ლიმიტირებული პარტია, ოღონდ არა “ასტრაზენეკასი”, არამედ ვთქვათ “ფაიზერის” სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის მოგვაწოდონ” – ამბობს გამყრელიძე “პალიტრანიუსთან”.