არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ეუბნებიან, არ მაინტერესებს შიმშილობ თუ არა, გკეტავ და მორჩა – ხოშტარია

” არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ „მე არ მაინტერესებს შენ შიმშილობ თუ არა, გკეტავ და მორჩა“, – აცხადებს ელენე ხოშტარია კანცელარიათან აქციაზე.

“ვუერთდები ამ ძალიან ბუნებრივად გაბრაზებული მოქალაქეების თვითორგანიზებულ აქციას. ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ, როდის არის გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობა და როდის არის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამ განცხადებას, რომ თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, არ აქვს კავშირი ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან.

მსოფლიოში არსებობს უამრავი საშუალება, მათ შორის ტესტირებით რეგულირება, ვაქცინაცია და ხელშეწყობა, რომ იმუშაოს იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ნაკლები პრობლემაა”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

აქციაზე “სოცაფეთქება” მთავრობას შეზღუდვების მოსახსნელად 48 საათი მიცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზატორების თქმით, შენობების პიკეტირება დაიწყება.