არ გამოვრიცხავთ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე ცალკე დავსხდეთ -ალეკო ელისაშვილი

არ გამოვრიცხავთ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე ცალკე დავსხდეთ – ამის შესახებ, პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.მისი თქმით, არაა გამორიცხული რომ ისინი ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებზე მარტოც დასხდნენ.

“არ გამოვრიცხავთ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებზე ცალკე დავსხდეთ, უბრალოდ არ გვინდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. იმიტომ, რომ გაცილებით მარტივი იქნება მერე ქართული ოცნებისთვის ჩვენი გადაგდება და მოტყუება, რასაც ელჩების თანდასწრებით ვერ იზამენ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაცილებით კომფორტია, რომ სხვებიც იყვნენ და ელჩები იყვნენ და მონაწილეობდნენ. ამიტომ არაფრით არ გვინდა, რომ ეს ჩაიშალოს. სხვა გზა თუ არ დაგვრჩა და აქეთ ოპოზიციამ ფეხები აბაკუნა და მარტო რევოლუცია და ავამღვრიოთ წყალიო იძახა, მეორე მხრივ, თუ ქართული ოცნებაც არ მოვიდა იმ შეხვედრაზე, რაღაცა იქნება შესაცვლელი”-  აცხადებს ელისაშვილი.