არ ვართ ის ხალხი, ვინც სკამებზე შევხტებით და ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ – ვოლსკი

ქართული ოცნების დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებას არაცერთი პროგრამა არ განუხორციელებია.

“არც ერთხელ, არასდროს, არანაირი პოლიტიკა და სტრატეგია არ განუხორციელებიათ, თუნდაც შეჭირვებული ან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დასახმარებლად. არცერთი პროგრამა არ არის განხორციელებული”,- აცხადებს ვოლსკი.

მისივე თქმით, ქართული ოცნების წევრები არ არიან ის ხალხი, “ვინც სკამებზე შეხტება და ბიძინა ივანიშილის სადღეგრძელოს დალევს”

“ახლა, 50 ლარი დავაყვედროთ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს? არ არის ეს ჩვენს სტილში, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც შევხტებით სკამებზე და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ, მაგრამ ადამიანმა რაც გააკეთა, მე დავასახელებ. დიდ სიას მოვიტან აქ და ჩამოვთვლი სიის მიხედვით, რა არის გაკეთებული, თავმდაბლად, დაყვედრების გარეშე. ერთი საკითხი მაინც ვინმემ დამისახელოს, სად აქვს ცუდი გაკეთებული, ან რა საკითხია, რომელსაც ვერ გასწვდა ჩვენი ყურადღება, ან რომელიმემ რამე ერთი თეთრი თუ შეიტანა იმ ბრძოლაში, რასაც ამდენი ხანია ვაწარმოებთ”,- თქვა გია ვოლსკიმ.