არ ვარ დარწმუნებული საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები თუ არა – ირაკლი ოქრუაშვილი

“არ ვარ დარწმუნებული საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ თუ არა “- განაცხადა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში.

მისი თქმით, მან ჯერ არ იცის იქნება თუ არა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ანალოგიური პრობლემა ნიკა მელიას, გიგი უგულავას ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძესაც აქვთ.

“არ ვარ დარწმუნებული საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები თუ არა.კანონის მიხედვით გვეკუთვნის ყველას რომ წარვადგინოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობები რომ არ გვაქ აკრძალული თანამდებობის დაკავება, პირობითად უფლების ჩამორთმევის შესახებ გვაქ თუ არა აკრძალვა სასამართლოს მიერ. ამ ცნობას არ მაძლევს შსს უკვე მეორე დღეა, პროკურატურის მოლოდინის რეჟიმში არიან. აკრძალვა არ მაქ მაგრამ მარტო მე არ ვარ ამ სიტუაციაში, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა მელიას, გიგი უგულავას და მამუკა ხაზარაძეს იგივე პრობლემები აქვთ, ცნობების მოლოდინში ვართ.

კაცმა არ იცის ვიქნებით თუ არა არჩევნებში მონაწილე პირები. ხვალ შეილება პროკურატურამ დაგვიდასტუროს ან არ დაგვიდასტუროს. გვარბენინეს დღეს ყველა. სასამართლოდან მიგვატანინეს განაჩენები მთელი სასამართლო ცნობები როცა სასამართლო ყუწყებები ერთმანეთში უნდა არკვევდნენ ჩვენ გვარბენინეს. ნიკა მელიას აქვს აკრძალვა თანამდებობის დაკავების და არა იმის რომ პარლამენტის წევრი გახდეს.