არ იქნება ცუდი, თუ მეც, როგორც პიროვნებას ომბუდსმენი Fake News-ებისგან დამიცავს – მაღრაძე

უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ “ფეიკნიუსების” მსხვერპლია, ამიტომ კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი მასაც დაიცავს.

“მე ვარ ერთერთი მსხვერპლი Fake News-ების და აფილირებული ქართულ ოცნებასთან. ამიტომ ვარ ალბათ მსხვერპლი, თორემ თავისთავად პიროვნება გუგული მაღრაძეს არამგონია, ერჩოდნენ.

არ იქნება ცუდი, თუ მეც, როგორც პიროვნებას, დამიცავს ხოლმე სახალხო დამცველი და ამაზეც გარკვეული რეაგირება ექნება, როცა აშკარად Fake-ნიუსებია”,– განაცხადა გუგული მაღრაძემ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერმა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანია დააანონსა. კალაძის თქმით, “ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი”. მან დღეს “ფეისბუქზე” გამაოქვეყნა ბანერი, რომელზეც 3 ტელევიზიის: მთავარი არხის, ტელეკომპანია პირველისა და ფორმულას ლოგოებია გამოსახული წარწერებით – “მთავარი სიცრუე”, “სიცრუის ფორმულა” და “პირველი სიცრუე”.