“გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი თქვენ დანიშვნასთან დაკავშირებით, არა იმიტომ რომ პიროვნული წინააღმდეგობა მაქვს თქვენ მიმართ, უფრო პირიქით. უბრალოდ არ მეგონა, რომ თქვენ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში შეინარჩუნებდით დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და ამაში ნამდვილად შევცდი, მინდა ვაღიარო. სახალხო დამცველის ინსტიტუტი მგონი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც რეალურად, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად საქმიანობს დღეს საქართველოში”.

მიმართა ენმ-ს დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა ომბუდსმენს ანგარიშის წარდგენისას.