“არ შეაჩერო კულტურა” – ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს

მთავრობის კანცელარიასთან დღეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა საზღვრების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საბანკო სესხების გადავადებას მოითხოვენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

განადგურების პირას მდგარი ტურიზმი და მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლებას – ტურისტული სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ თუ მათ უახლოეს პერიოდში მუშაობiს საშუალება კვლავ არ მიეცემათ, ტურიზმის სექტორი მთლიანად ჩამოიშლება.

დღევანდელ აქციას შეუერთდნენ ავტოიმპორტიორებიც, რომლებიც კულტურის სფეროს მუშაკების მსგავსად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ.