არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საქართველოშიც, -ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი მაკვლინ მულინი ამერიკაში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელმომწერების ნახევარი, დოკუმენტში, ივანიშვილის შესახებ პუნქტს არც იაზრებს და არც იზიარებს.
“ვნახე სტატია ქართულ მედიაში, ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ. შეცდომას ნუ დავუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები წარმომადგენლობით პალატაში ვართ თავისუფლების დამცველები და არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საქართველოშიც,” – წერს მაკვლინ მულინი სოციალურ ქსელ Twitter-ზე
I saw this article in the Georgian press about The @RepublicanStudy National Security Strategy. Make no mistake, this is false. My colleagues and I on the RSC are defenders of freedom and will not waver in our fight against Putin’s cronies, including in Georgia pic.twitter.com/xNyr6f9Mge
— Markwayne Mullin (@RepMullin) June 18, 2020