აქვს ორმხრივი პნევმონია თუმა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – თენგიზ ცერცვაძის ექიმი

“აქვს ორმხრივი პნევმონია თუმა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”- ამის შესახებ იმედის კვირაში ცერცვაძის ექიმმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. მისი განცხადებით, თენგიზ ცერცვაძეს სიმპტომური მკურნალობა უტარდება, და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„აქვს ორმხრივი პნევმონია. ასევე, ფონური დაავადება, ჰოჯკინის ლიმფომა და მასთან ასოცირებული იმუნოდეფიციტი, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა რჩება სტაბილური, საჭიროებს მუდმივ მონიტორინგის გარძელებას სტაციონარში“, – განაცხადა გოგინავამ.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, 17 ნოემბერს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყების დღიდან, ცერცვაძე კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთო, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დგინდება და განისაზღვრება ვირუსის მართვისა და მკურნალობის პროტოკოლები.