აქტივისტები კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და საპროტესტო მსვლელობას მართავენ

აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი პარლამენტის შენობიდან დაიძრნენ და თავისუფლების მოედნამდე აპირებენ ჩასვლას.

“ჩვენ არაფრის გადახდას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის პოლიტიკური ლოქდაუნი. ოროსანი ტიკარაძე ვერანაირად ვერ შეძლებს მართოს პანდემია, რა თქმა უნდა, რეგულაციები არის საჭირო, მაგრამ ისე, როგროც ევროპაშია…ტრანსპორტი არ ჩაკეტილა ევროპაში არც ერთი დღე, ყველა დამსაქმებელს აქვს უფლება მის დასაქმებულს მისცეს საშვი და არა როგორც რუსეთში და საქართველოში ხდება, რომ მხოლოდ სახელმწიფო წყვეტს ამას”, – ამბობს ნიკა ნარსია.

ცნობისთვის, კომენდანტის საათის განმეორებითად დარღვევისთვის აქტივისტებს სამ წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.