აქტივისტებმა დენი გაუთიშეს სასტუმროს, რომელშიც პოზნერი იმყოფება

სასტუმრო “ვინოტელს”, რომელშიც რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, აქტივისტებმა დენი გაუთიშეს.

ისინი სასტუმროსთან აქციას მართავენ და პოზნერს დაბადების დღის აღნიშვნის საშუალებას არ აძლევენ.