აქტივისტებმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები დაწვეს

სამოქალაქო აქტივისტებს, რომელბიც კომენდანტის საათის დროს, დეპუტატისთვის თავზე ნაგვის გადაყრის გამო ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებდნენ, 2000 ლარით აჯარიმებენ.

11 სამოქალაქო აქტივისტი, რომელთაც დაუკავშირდნენ და ჯარიმის შესახებ აცნობეს, შსს–სთან მივიდა და ყველა იმ პირის თანაბრად დასჯა მოითხოვა, ვინც აქციაზე იყო.

“გომელაურის წასაკითხად დაგვაწერინეს ტექსტი, რატომ არ ვცნობთ ამ შეზღუდვებს, წაიკითხავს და მოხდება ალბათ რეაგირება”– ამბობს სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე