აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება – კახა კალაძე მეწყერზე

“აქბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებული მეწყრის დათვალიერებისას. მისი თქმით, კვლევის ჩატარება ყველას შეუძლია, თუმცა მხოლოდ მერიის ზედამხედველობის ქვეშ.

“ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ, არავის ვებრძვით და არავის წინააღმდეგ გამოვდივართ, მაგრამ, როდესაც იტყუები, მოსახლეობა შეგყავს შეცდომაში, პანიკას თესავ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად ყველაფრისა, ვისაც მართლა ინტერესი აქვს, მობრძანდით, ბატონო, და დაათვალიერეთ, ნახეთ რა სამუშაოები ტარდება, თქვენ გინდათ კვლევების ჩატარება? ჩაატარეთ, ოღონდ ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ, აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება და მაგას ჩვენ არ დავუშვებთ.

თუ რეალურად გინდათ, იყოთ თანამონაწილე, ჩაატაროთ კვლევები, რა თქმა უნდა, უნდა გვაჩვენოთ ყველაფერი, რა კვლევებს ატარებთ, რა აპარატურად იყენებთ, ჩვენი ზედამხედველბის ქვეშ, არავის არანაირი პრობლემა არ შეექმნება”, – ამბობს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი მეწყერზე მიმდინარე სამუშაოებს აღარ დააკვირდება. ამის შესახებ თეა გოდოლაძემ განაცხადა.