აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს – კარპენტერი

აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი და მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს ეხმიანება.

მისი თქმით, ამ დიალოგს მხარი აშშ-მ და ევროკავშირმა უნდა დაუჭირონ.

“როდესაც საქმე ეხება საქართველოს რესპუბლიკას, აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით”,– წერს ტვიტერზე კარპენტერი.