აშშ-ში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ერთ დღეში COVID-19-ით გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც აქამდე დაფიქსირებულა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ით ჯამში 12 857 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიუ-იორკში გარდაცვალების ყველაზე მეტი – 731 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 400 546 შემთხვევაა დადასტურებული. ეს მსოფლიოში ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

მსოფლიოში კორონავირუსით 1 433 012 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 302 351, გარდაიცვალა 82 136 ადამიანი.