აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

მაუწყებლის ინფორმაციით, ჰაკერებმა ვებ-გვერდის თავსართში ჩააშენეს კოდი, რომელიც ხელს უშლის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომას და აფერხებს ვებ-გვერდის მუშაობას.

მაუწყებელი მიიჩნევს, რომ თავდასხმის მიზანი იყო მაუწყებლის მნიშვნელოვანი პლატფორმის მუშაობის პარალიზება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციების გავრცელებისთვის ხელშეშლა.