ახალი კვლევის მიხედვით კოვიდის სხვადასხვა ვაქცინების შერევა უკეთესად გვიცავს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება პირველი და მეორე დოზისთვის კოვიდისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

ექსპერიმენტის დროს მოხალისეებმა სხვადასხვა ვაქცინის დოზები მიიღეს ოთხკვირიანი ინტერვალით. შედეგად გაირკვა, რომ  AstraZeneca–ს და  Pfizer–ის ვაქცინების კომბინაცია ანტისხეულების გამომუშავების თვალსაზრისით უფრო ეფექტურია, ვიდრე  AstraZeneca–ს ორი დოზით აცრა.

ზოგიერთი ქვეყანა უკვე იყენებს ვაქცინების კომბინაციას. მაგალითად ესპანეთი და გერმანია ახალგაზრდებს, ვინც პირველი დოზა  AstraZeneca–ს ვაქცინა გაიკეთა, მეორე დოზად Pfizer–ს ან  Moderna–ს სთავაზობენ.

თუმცა, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, კვლევის შედეგებმა არ უნდა შეარყიოს ნდობა ერთი და იმავე პრეპარატით ორჯერადად ვაქცინაციის სისტემის მიმართ.