ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად შესაძლოა 500-მდეც ავიდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის მატება ისევ ველით და ახალი შემთხვევების რიცხვი, დაახლოებით, 400-500-ს შორის იქნება.

„ყოველდღიური შემთხვევების ზრდა გვექნება. მთავარია სისტემა მას მართავს და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი რჩება. შემთხვევათა რაოდენობა იქნება 200, 400, 500-მდეც შეიძლება იყოს ყოველდღიურად ქვეყანაში, მაგრამ 70% კვლავ აჭარაზე მოდის“, – განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.