ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებული – 27 პაციენტი

რეგიონები – 15 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებულია 9 პაციენტი.

გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა რამდენიმე ხანძარი, დაზიანდა სასაწყობე შენობები და ავტომობილები