ბაგებში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი დააკავეს

ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი დააკავეს. “ფორმულას” ინფორმაციით, გუშინდელი სისხლიანი გარჩევა ბიზნესის დანაწილებას უკავშირდება.

დაშავებულები ირაკლი პაპავა და გიორგი წიკლაური არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. დაშავებულებიდან ერთ-ერთს ჭრილობა წვივის, მეორეს კი ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. მათი ხეჩინაშვილის კლინიკაში გუშინ ოპერაცია ჩაუტარდათ.

გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.