ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან ინფიცირებული პაციენტი გადავარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი გადმოვარდა.

უწყების ცნობით, შემთხვევის მიზეზი უცნობია და მამაკაცი ამჟამად რეანიმაციაშია მოთავსებული.

„დღეს დაახლოებით, 19:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“,- წერია განცხადებაში.