ბათუმში 141 ინფიცირებულიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში ყოფნის შემდეგ ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში,  კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, 9 კრიტიკულია:

“ვნახე 141 პაციენტი, რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 9. საწოლფონდი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და უნდა ვიყოთ მზად, რომ პაციენტების მატების შემთხვევაში, საწოლფონდი იყოს საკმარისი”,- ამბობს ეზუგბაია.

23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.