ბატონო ბიძინა, გამოუშვით გახარია დებატებზე – გიორგი ვაშაძე

“ბატონო ბიძინა, გამოუშვით გახარია დებატებზე”- სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და სთხოვს რომ  პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია დებატებზე “გამოუშვას”.

“ბატონო ბიძინა, მთელი საქართველო ელოდება 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებს სტრატეგია აღმაშენებელსა და ქართულ ოცნებას შორის. ბატონი გახარია თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი ქართული ოცნებიდან ამ მნიშვნელოვან დებატებზე. არადა, ხალხი ელოდება პრემიერმინისტრობის კანდიდატებისგან მოისმინოს პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა ამიტომაც, მოგმართავთ თქვენ, როგორც პარტიის თავმჯდომარესა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირს: ბატონო ბიძინა, გამოუშვით გახარია დებატებზე”, – განაცხადა ვაშაძემ.