ბაღდათში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 2 პირი.

არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭიშკარს შეეჯახა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის არის 4 წლის ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობსი ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.